ნატო-ში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელი:  აშშ მოხარული იქნება საქართველო ალიანსის წევრად იხილოს

ნატო-ში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელი: აშშ მოხარული იქნება საქართველო ალიანსის წევრად იხილოს

აშშ მოხარული იქნება საქართველო ნატო-ს წევრად იხილოს, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა კეი ბეილი ჰათჩისონმა დღეს განაცხადა. 

„ჩვენ მოხარულები ვიქნებით საქართველო ნატო-ს წევრად ვიხილოთ, თუ ამას თვითონ საქართველო გადაწყვეტს და ყველა პირობას დააკმაყოფილებს“, - განაცხადა ჰათჩისონმა ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტის წინ გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება.