თბილისში სექტემბრიდან საჯარო ბაგა-ბაღების რაოდენობა 180-მდე გაიზრდება - დედაქალაქში 9 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ხოლო 2 მოქმედ ბაღს, ახალი კორპუსი შეემატება.
ინფრასტრუქტურული პროექტების უდიდესი ნაწილი დასრულებულია. ამჟამად, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ნუცუბიძის პლატოს მე-4 მიკრორაიონსა და ნაძალადევის რაიონში, ე.წ. ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე აშენებულ ბაგა-ბაღებში. 2018-2019 სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დასრულდება ბაღების ტერიტორიაზე სათამაშო მოედნებისა და ეზოების კეთილმოწყობაც.
ახალ ბაღებს უკვე მიენიჭა ნომრები. შესაბამისად, 18 ივნისიდან მიმდინარეობს აღსაზრდელთა რეგისტრაცია.
ახალი ბაღების ნომრებია:
N49 - ნაძალადევის რაიონი, გარეჯის ქუჩის მიმდებარედ;
N67 - საბურთალოს რაიონი, სოფელი დიღომი, მოციქულთა სწორი ნინოს ქუჩა;
N73 - საბურთალოს რაიონი, დიდი დიღმის მე-3 მ/რ, მე-12 კორპუსის მიმდებარედ;
N53 - გლდანის რაიონი, სოფელი გლდანი, მაყვალა მრევლიშვილის ქუჩა;
N57- გლდანის მე-3ა მ/რ, 24-ე კორპუსის მიმდებარედ
N44 - ვაკის რაიონი, ნუცუბიძის პლატო, მე-4 მ/რ, 27-ე კორპუსის მიმდებარედ;
N118 -ვაკის რაიონი, წყნეთი, სოხუმის ქუჩა N49-ის მიმდებარედ;
N38 - დიდუბის რაიონი, ზუგდიდის ქუჩა N3;
N68 - ჩუღურეთის რაიონი, პალიასტომის ქუჩაზე N1.