ილია მეორემ იანოშ ჰერმანს სთხოვა, მომავალშიც გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა

ილია მეორემ იანოშ ჰერმანს სთხოვა, მომავალშიც გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. 

ჰერმანი, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ სამსახურს ასრულებს, მის უწმინდესობას გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებს.

„მისმა უწმინდესობამ ბატონ ელჩს საქართველოსთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებები უსურვა და სთხოვა, მომავალშიც გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.