არასრულწლოვნების გამოკითხვის შედეგად, ახალი გარემოებები იკვეთება

არასრულწლოვნების გამოკითხვის შედეგად, ახალი გარემოებები იკვეთება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის ოთარ კახიძის ინფორმაციით, არასრულწლოვანი მოწმეების დაკითხვისას ახალი გარემოებები იკვეთება. როგორც კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კომისია ამ გამოკითხვებზე დამატებით მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებს. 

"ვერ გეტყვით ვინ გამოვკითხეთ ან რა გვითხრა. ახალი გარემოებები იკვეთება, თუმცა ვერ დაგიკონკრეტებთ, რა გარემოებებია. დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა კახიძემ.