ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის სოლიდარობის მიზნით აშშ-ის საელჩოსთან მოქალაქეებმა ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს

ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის სოლიდარობის მიზნით აშშ-ის საელჩოსთან მოქალაქეებმა ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს

აშშ-ს საელჩოსთან რიგითი მოქალქეები არიან შეკრებილი, რომლებიც ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის ტრაგედიას იზიარებენ და სოლიდარობას გამოხატავენ. 

მოქალაქეებმა საელჩოსთან მიიტანეს ყვავილები, სანთლები დაანთეს და ამ ფორმით ამერიკელი მოქალაქეების, სმიტების ოჯახის მწუხარება გაიზიარეს.

"მინდა ჩემი განსაკუთრებული სამძიმარი და გულისტკივილი გამოვხატო მომხდარზე. მინდა რაღაცნაირად სირცხვილი ჩამოვიშალო, რადგან ეს მოხდა საქართველოში და ჩემთვის ეს მტკივნეულია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იმოქმედებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაზე. ეს არის ტრაგედია, რომელმაც ყველა ძალიან გვაზარალა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი კალანდიამ.