თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს, სავარაუდოდ, 11 ივლისს წარედგინება

თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს, სავარაუდოდ, 11 ივლისს წარედგინება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს ნდობის მისაღებად, სავარაუდოდ, 11 ივლისს წარედგინება. 

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მანამდე გაიმართება კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან.

ჩუგოშვილი მინისტრთა კაბინეტის პერსონალურ შემადგენლობაზე ამ ეტაპზე ვერაფერს ამბობს.

ამასთან, უკვე გადაწყვეტილია, რომ 14 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება .