საგამოძიებო კომისიის გამოკითხვებზე კონკრეტულ ინფორმაციას ვიღებთ, რომელიც უნდა გაანალიზდეს

საგამოძიებო კომისიის გამოკითხვებზე კონკრეტულ ინფორმაციას ვიღებთ, რომელიც უნდა გაანალიზდეს

საგამოძიებო კომისიის გამოკითხვებზე ვიღებთ კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც უნდა გაანალიზდეს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ გამოკითხვებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ ვიღებთ კონკრეტულ ინფორმაციას, რომელზეც კომენტარს ჯერჯერობით არ ვაკეთებთ, რადგან ეს ინფორმაცია უნდა გაანალიზდეს და ჩაისვას იმ საქმის მასალებში, რომელიც ჩვენ გვაქვს. შემდეგ უნდა დაიდოს დასკვნა, რომელიც შეაფასებს იმას, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე და როგორ წარიმართა მოვლენები,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.