არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ მთავრობაში რამდენიმე სახელისა და გვარის გადანაცვლება რადიკალურად განსხვავებულ შედეგს მოიტანს

არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ მთავრობაში რამდენიმე სახელისა და გვარის გადანაცვლება რადიკალურად განსხვავებულ შედეგს მოიტანს

ბუნებრივია, ოპტიმიზმის არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ რამდენიმე სახელისა და გვარის გადანაცვლება რადიკალურად განსხვავებულ შედეგს მოიტანს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.

„ბევრი ხმამაღალი სიტყვა მოგვისმენია მობილურ და ეფექტურ მთავრობაზე, მაგრამ რასაც 6 წლის მანძილზე ვხედავთ რეალობა არის სრულიად საპირისპირო. ბუნებრივია, ოპტიმიზმის არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ამ გუნდში რამდენიმე სახელის და გვარის გადანაცვლება რადიკალურად განსხვავებულ შედეგს მოიტანს, ამიტომ „ევროპული საქართველო“ მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 
აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.