თურქეთში სარკინიგზო ავარიისას 24 ადამიანი დაიღუპა და 388 დაშავდა

თურქეთში სარკინიგზო ავარიისას 24 ადამიანი დაიღუპა და 388 დაშავდა

თურქეთში სარკინიგზო ავარიის დროს 24 ადამიანი დაიღუპა და 388 დაშავდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოადგილე რეჯეფ აკდაღზე დაყრდნობით ტელეარხი CNN Türk იუწყება. 

სამგზავრო მატარებელი კაფიკულე-სტამბოლის მარშრუტით მოძრაობდა. თექირდაღის პროვინციაში შემადგენლობის ნაწილი რელსებიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ავარიის მიზეზი გახდა ხანგრძლივი წვიმა, რომელმაც რელსები და წყალგამტარი გვირაბი დააზიანა.

CNN Türk-ის ინფორმაციით, სამაშველო-სამძებრო ოპერაცია დილის 6 საათზე დასრულდა. ყველა დაშავებული საავადმყოფოებშია გადაყვანილი, 124 მათგანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.