საგამოძიებო კომისიის სხდომებმა აჩვენა, რომ გამოძიების პროცესში სახელმწიფო უწყებებს ძალიან სეროზული შეცდომები აქვთ დაშვებული

საგამოძიებო კომისიის სხდომებმა აჩვენა, რომ გამოძიების პროცესში სახელმწიფო უწყებებს ძალიან სეროზული შეცდომები აქვთ დაშვებული

საგამოძიებო კომისიის სხდომებმა აჩვენა, რომ სახელმწიფო უწყებებს აქვთ ძალიან სეროზული შეცდომები დაშვებული გამოძიების პროცესში, რაც დასკვნაში აისახება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრმა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მომდევნო კვირაში კომისია მუშაობას სამწევრიან ფორმატში გააგრძელებს.

„საგამოძიებო კომისია განაგრძობს თვითმხილველების და მოწმეების გამოკითხავს. ამჯერად ჩვენ ვიმუშავებთ სამკაციანი ფორმატის მეშვეობით, რომელიც გულისხმობს არასაჯარო ფორმატში გასაუბრებას. კომისიის ამოცანაა, მაქსიმალური ინფორმაცია აიღოს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დროა გასული, ყველა საშუალებას ვიყენებთ, მათ შორის ფსიქოლოგებს, რომ არასრულწლოვნებისგან მივიღოთ ის ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია სიმართლის დასადგენად. ამავე დროს, გასულმა სხდომებმა აჩვენა, რომ სახელმწიფო უწყებებს აქვთ ძალიან სეროზული შეცდომები დაშვებული გამოძიების პროცესში. კომისია ცალკე შეაფასებს, ეს განპირობებული იყო არაპროფესიონალიზმით თუ იკვეთება განზრახ დაფარვის მიზნები. ამ ყველაფერს შევაფასებთ დასკვნაში. ამ ეტაპზე კომისია აგრძელებს მუშაობას. ჩვენ დასაფარი გვქვს არაერთი მიმართულება. იმედი გვაქვს, ეს პროცესი მიგვიყვანს სიმართლემდე და იქამდე, რასაც ჩვენგან საზოგადოება მოელის“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.