ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მთავრობას მოუწოდა, არსებითად გაზარდოს თავდაცვითი ბიუჯეტი, - ამის შესახებ გენმდივანმა გერმანულ გამოცემა „Bild am Sonntag“-თან ინტერვიუში განაცხადა.
სტოლტენბერგი დადებითად გამოეხმაურა ბერლინის გადაწყვეტილებას, რომ რამდენადმე გაზარდოს ხარჯები თავდაცვით საჭიროებებზე, მაგრამ აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობამ ამ მიმართულებით უფრო მეტი უნდა გააკეთოს.
მისი თქმით, გერმანიამ, ისევე, როგორც ნატოს სხვა წევრებმა ვალდებულება აიღეს, თავდაცვაზე დახარჯონ მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 2 %. გერმანიის თავდაცვითი ბიუჯეტის ამჟამინდელი დონე ჯერ კიდევ შორსაა ამ მაჩვენებლისგან. სტოლტენბერგმა გააკრიტიკა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის დაპირება, გაზარდოს აღნიშნული ხარჯები მშპ-ს 1.5 %-მდე 2024 წლამდე.