ჭუბერში სამხედრო ძალების და ტექნიკის გამოყენების მიზნით, დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაინიშნა

ჭუბერში სამხედრო ძალების და ტექნიკის გამოყენების მიზნით, დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაინიშნა

მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სამხედრო ძალების და ტექნიკის გამოყენება ხდება საჭირო. კონსტიტუციის გათვალისწინებით, სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი. 
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. არსებული ინფორმაციით, საუბარია რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკის გამოყენებაზე, რომელიც თავდაცის სამინისტროს განეკუთვნება.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 17:30 საათზე დაინიშნა.