თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა ბედოიძის შეფასებით, მათ საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
როგორც ბედოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამაზე მეტყველებს სხდომის შემდეგ კომისიის თავმჯდომარის განცხადებაც, რომ დამატებითი კითხვები კომისიის არც ერთ წევრს არ ჰქონია.
"კომისიის წევრების მიერ სამჯერ გადაიდო დაკითხვა. ჩვენს მიერ ამომწურავად გაეცა ყველა კითხვას პასუხი, რაზეც მეტყველებს ის, რომ კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არავის ამ ეტაპზე დამატებითი კითხვა არ გააჩნდა", - განაცხადა ბედოიძემ.
დღეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომა დეპუტატებს შორის მომხდარი კამათის გამო რამდენიმე წუთით შეწყდა.
კომისიის წევრებმა მოზარდების მკვლელობის საქმის გამომძიებლები დაკითხეს.