ნაცვლად იმისა, რომ საგამოძიებო კომისია წავიდეს ჭეშმარიტების გზით, “ევროპული საქართველოს“ მხრიდან მცდელობაა, რომ პროცესი არასწორი გზით წავიდეს

ნაცვლად იმისა, რომ საგამოძიებო კომისია წავიდეს ჭეშმარიტების გზით, “ევროპული საქართველოს“ მხრიდან მცდელობაა, რომ პროცესი არასწორი გზით წავიდეს

ნაცვლად იმისა, რომ საგამოძიებო კომისია წავიდეს ჭეშმარიტების გზით, “ევროპული საქართველოს“ მხრიდან არის მცდელობა, რომ პროცესი წავიდეს არასწორი გზით, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

კილაძემ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს და კონკრეტულად ირაკლი აბესაძეს მიმართა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

“საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ იმ ტრაგედიაზე, რაც თავს დაატყდა სარალიძეების და დადუნაშვილების ოჯახებს, დადგინდეს ჭეშმარიტება და ეს შედის ყველას, მათ შორის ყველაზე მეტად მმართველი გუნდის ინტერესში, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვა, განსაკუთრებით ოჯახის მხრიდან. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ წავიდეთ ჭეშმარიტების გზით, დავიწყოთ ჭეშმარიტების ძიება და დავსვათ შესაბამისი კითხვები, ჩვენ „ევროპული საქართველოს“ მხრიდან ვხედავთ იმის მცდელობას, რომ პროცესი წავიდეს არასწორი გზით. პირველ რიგში გეტყვით, რომ თქვენ სამართალდამცველებს სთხოვთ კანონის დარღვებით ისეთი ინფორმაციის მოცემას, რომელიც მკაცრად არის გასაიდუმლოებული. ასევე ირაკლი აბესაძე მოწმეების გამოკითხვასთან დაკავშირებით აპელირებს პოლიციის შესახებ კანონზე, თქვენ მე-20 მუხლის პირველი ნაწილი წაიკითხეთ შეგნებულად და მეორე არ წაიკითხეთ, რაც ადასტურებდა პოლიციის მიერ ჩატარებული ღონისძიების სიმართლეს. ირაკლი აბესაძეს საზოგადოება შეყავს შეცდომაში და მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას სურს, კომისიის საქმიანობა წაიყვანოს არასწორი გზით“, - განაცხადა კილაძემ. 

დღეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომა პროცედურულ საკითხებზე დეპუტატებს შორის მომხდარი კამათის გამო რამდენიმე წუთით დროებით შეწყდა.