ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდგომ პოლიცია 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა ამ მძიმე დანაშაულის გასახსნელად

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდგომ პოლიცია 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა ამ მძიმე დანაშაულის გასახსნელად

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდგომ პოლიცია მუშაობდა 24 საათიან რეჟიმში ამ მძიმე დანაშაულის გასახსნელად, - ასე უპასუხა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა ბედოიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის კითხვას, რომელიც არასრულწლოვნებთან ღამით გასაუბრებას ეხებოდა. 

„ჩვენს მიერ გამოკითხულნი იყვნენ როგორც არასრულწლოვანი, ისე სრულწლოვანი მოწმეები, ვისაც შეიძლება რაიმე შემხებლობა ან ინფორმაცია ჰქონოდა გამოძიებისთვის საინტერესო დეტალზე. კონკრეტულად, თუ ვის ვინ გაესაუბრა, ან ვინ რამდენი ხანი გაჩერდა პოლიციის განყოფილებაში, ამის მოხსენება ჩემთვის შეუძლებელია, იმიტომ რომ მიდიოდა საკმაოდ ფართო მუშაობა, ვინაიდან საზარელი ტრაგედია დატრიალდა. პირველივე დღეს იყო გარდაცვლილი ერთი ახალგაზრდა, შემდეგ მეორე ახალგაზრდა გარდაიცვალა. იქ მიდიოდა 24 საათიანი მუშაობა პოლიციის თანამშრომლების მიერ, რათა დადგენილიყო საქმეზე ჭეშმარიტება და აღნიშნული მძიმე დანაშაული არ დარჩენილიყო გაუხსნელი. პირები, ვინც გამოიკითხნენ, ყველა, ვინც გამოკითხული იქნა გამოძიების ფარგლებში, არავის მიმართ კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია,- განაცხადა შალვა ბედოიძემ.