სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ, რადგან ახალი მთავრობის გეგმა გაუგებარია

სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ, რადგან ახალი მთავრობის გეგმა გაუგებარია

სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ, რადგან ახალი მთავრობის გეგმა გაუგებარია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი მთავრობის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით გააკეთა. 

„ევროპული საქართველო“ არ დაუჭერს მხარს მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას. ვერ დავინახეთ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მოაკლდეს მთავრობას კეთილდღეობა და როგორ უნდა დაუბრუნდეს ხალხს ფული,“- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც პირველი მოსმენით მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მიიღებენ. 

ცვლილებების პროექტი ბიუროს უკვე წარედგინება, რომლის განხილვა მთავრობის თხოვნის საფუძველზე დაჩქარებული წესით გადაწყდა. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ათი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება.