დონალდ ტრამპი:  მე რომ არა, ახლა ჩრდილოეთ კორეასთან ომის მდგომარეობაში ვიქნებოდით

დონალდ ტრამპი: მე რომ არა, ახლა ჩრდილოეთ კორეასთან ომის მდგომარეობაში ვიქნებოდით


15:57 03-07-2018
 დონალდ ტრამპი - მე რომ არა, ახლა ჩრდილოეთ კორეასთან ომის მდგომარეობაში ვიქნებოდით მე რომ არა, ახლა ჩრდილოეთ კორეასთან ომის მდგომარეობაში ვიქნებოდით, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. 

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მისი ქმედებების წყალობით ვაშინგტონი ფხენიანთან ომის ზღვარზე არ იმყოფება.

„ჩრდილოეთ კორეასთან კარგი საუბარი გვქონდა. ყველაფერი კარგად მიდის. ამავდროულად არ ხდება რაკეტების გაშვება და ბირთვული გამოცდები ბოლო 8 თვის განმავლობაში. მთელი აზია აღფრთოვანებულია. მხოლოდ ოპოზიციური პარტია, რომლის ნაწილი „ფეიკ ნიუსებია“ , ჩივის. რომ არა მე, ახლა ჩრდილოეთ კორეასთან ომის მდგომარეობაში ვიქნებოდით“, - დაწრა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.