შალვა თადუმაძის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენა იმას ნიშნავს, რომ ის მთავრობის პოლიტიკურ მორჩილებაში იქნება

შალვა თადუმაძის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენა იმას ნიშნავს, რომ ის მთავრობის პოლიტიკურ მორჩილებაში იქნება

შალვა თადუმაძის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენა იმას ნიშნავს, რომ მთავარი პროკურორი მთავრობის პოლიტიკურ მორჩილებაში იქნება, - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტების კითხვას მთავარი პროკურორის პოსტზე თადუმაძის შესაძლო არჩევასთან დაკავშირებით.

ირაკლი აბესაძის თქმით, მთავარი ამოცანა იმაშია, რომ ახალ მთავარ პროკურორად შეირჩეს პირი, რომელიც პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცევა.

„შალვა თადუმაძე წლების განმავლობაში მთავრობის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ამის შემდეგ ის მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ჩვენ მთავარ პროკურორად საზოგადოებას შალვა შავგულიძის კანდიდატურა შევთავაზეთ, რომელიც ნამდვილად იქნება თავისუფალი როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გავლენისგან, ასევე ზოგადად პოლიტიკური გავლენებისგან. რაც მთავარია, ის იქნება ობიექტური და პროფესიონალი მთავარი პროკურორი, რაც გადამწყვეტი ნიშან-თვისებაა იმ პირისთვის, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი აბესაძემ.