ქართული მხარის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მივყავართ სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების გაუარესებისკენ

ქართული მხარის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მივყავართ სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების გაუარესებისკენ

თბილისის მიერ დეკლარირებული „კეთილი ზრახვებისა“ და “უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯების“ მიუხედავად, არსობრივად, ქართული მხარის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მივყავართ სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების გაუარესებისკენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ტოივო კლაართან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

კარასინმა თავისი განცხადების მაგალითად დაასახელა გაეროში შეტანილი მორიგი რეზოლუცია დევნილებთან და გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით, ასევე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სასანქციო სია. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას დადასტურდა პროგრესის მიღწევისკენ სწრაფვა ჟენევის ფორმატის ფარგლებში.