ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებს

ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებს

რაზეც ყველანი ვთანხმდებით არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სამთავრობო უწყებების რესტრუქტურიზაციაზე დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა. 

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კონსულტაციებს უახლოეს მომავალში თავად პრემიერი შეაჯამებს. 

"მთავრობის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. რაზეც ყველანი ვთანხმდებით არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, რომელიც იღებს სწრაფ გადაწყვეტილებებს იმ პრობლემების წინააღმდეგ რაც საზოგადოებას აწუხებს. უახლოეს მომავალში დასრულდება კონსულტაციები და პრემიერი თავად შეაჯამებს შედეგებს", - განაცხადა თალაკვაძემ.