ეკონომიკური ზრდის პირობებში გამოთავისუფლებული თანხები ღარიბი ოჯახების ბავშვების დაფინანსებას მოხმარდება

ეკონომიკური ზრდის პირობებში გამოთავისუფლებული თანხები ღარიბი ოჯახების ბავშვების დაფინანსებას მოხმარდება

ეკონომიკური ზრდის პირობებში გამოთავისუფლებული თანხები ღარიბი ოჯახების ბავშვების დაფინანსებას მოხმარდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს, პრემიერ-მინისტრსა და უმრავლესობას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. იგი ამ ეტაპზე ზუსტ თანხებს ვერ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ დახმარებების მოცულობა საკმაოდ დიდი იქნება.

"მცირე მთავრობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეკონომიკური ზრდის პირობებში, უკვე გამოთავისუფლებული თანხები მთლიანად წავა უღარიბესი ოჯახების ბავშვების დაფინანსებაზე. ციფრებს ამჟამად ვერ გეტყვით, თუმცა საკმაოდ სერიოზული სოციალური დახმარება წავა ოჯახებზე, სადა 0 და მეტი წლის ბავშვები არიან", - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.