ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები - ჩვენი კითხვები ეხება როგორც ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, ასევე იმ საკითხებს, რაზეც შეკითხვები თავად დაზარალებულ ოჯახებს გააჩნია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.
დეპუტატის თქმით, კომისიისთვის საინტერესოა, რა ინფორმაციას ფლობენ დაღუპული მოზარდების ოჯახის წევრები, რა შეკითხვები აქვთ მათ და რატომ გაჩნდა ეს კითხვები.
“ჩვენი მიზანია, რომ ამ ადამიანების მიერ დასმულ კითხვებს პასუხი გაეცეს და ხორავას ქუჩის საქმეს ნათელი მოეფინოს“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც დაღუპული დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს და მათ ადვოკატებს მოუსმენენ.
ამ წუთებში ზაზა სარალიძის მოსმენა მიმდინარეობს.