საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ პროკურატურა იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ პროკურატურა იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი

ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ პროკურატურა იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი - ამ ვადამდე პროკურატურის შესახებ ახალი კანონი უნდა იყოს მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრისა და ბიუროს უმრავლესობის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

როგორც ბესელიამ აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობა დისკუსიისთვის მზად არის. "ჩვენ მზად ვართ მოსაზრებები განვიხილოთ და ვიმსჯელოთ. თქვენ იცით, რომ პროკურატურის შესახებ კანონზე ახლა ვმუშაობთ. ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ პროკურატურა იქნება დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან - იმ ვადამდე ახალი კანონი უნდა იყოს მიღებული. გახსნილი ვართ დისკუსიისთვის. ძალიან მაინტერესებს რა იდეები აქვთ, მზად ვარ, რომ ეს იდეები მე პირადადაც მოვისმინო",- განაცხადა ბესელიამ.