პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა, რაც ნიშნავს, რომ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა დასაშვებია

პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა, რაც ნიშნავს, რომ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა დასაშვებია

პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა, - ამის შესახებ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა, ზოსიმემ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა.

მისივე თქმით, მეუფე შიო დაჯილდოვდა ბრილიანტის ჯვრით, რაც ნიშნავს, რომ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა დასაშვებია. 

„არაფერი შეცვლილა, ყველაფერი დარჩა ისევ ისე. უბრალოდ, ის დაჯილდოვდა ბრილიანტის ჯვრით და მივულოცეთ“, - განაცხადა მეუფემ.

მიტროპოლიტს ასევე კითხვით მიმართეს, იყო თუ არა მსჯელობა წმინდა სინოდის სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც მეუფე ზოსიმემ განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიასთან დაუკავშირებით საკითხი უბრალოდ მოისმინეს.

„უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე სინოდმა მოისმინა ინფორმაცია, ეკლესია სწავლობს ამ საკითხს და მომავალში იქნება გამოტანილი დადგენილება“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.