დონალდ ტრამპი მზადაა, კიმ ჩენ ინი თეთრ სახლში დაპატიჟოს

დონალდ ტრამპი მზადაა, კიმ ჩენ ინი თეთრ სახლში დაპატიჟოს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი თეთრ სახლში დაპატიჟოს. 

ორმხრივი სამიტის საბოლოო დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაზე ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, მზად არის თუ არა ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერი თეთრ სახლში დაპატიჟოს.

„რა თქმა უნდა, ასე მოვიქცევი“, - განაცხადა ტრამპმა.

სინგაპურში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა. როგორც შეხვედრაზე აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, დარწმუნებულია იმაში, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შესანიშნავ ურთიერთობებს წარმართავს. თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ბევრი რამ გადალახა ამ შეხვედრის ჩასატარებლად.