უამინდობის შედეგად ძირითადი გამოძახებები გლდანში, მუხიანსა და დიღომში ფიქსირდება

უამინდობის შედეგად ძირითადი გამოძახებები გლდანში, მუხიანსა და დიღომში ფიქსირდება

დედაქალაქში უამინდობის შედეგად ძირითადი გამოძახებები გლდანში, მუხიანსა და დიღომში ფიქსირდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე ორი კორპუსის სარდაფიდან მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, ასევე, სამაშველო სამსახური წყლის ამოტუმბვას ცდილობს „ახმეტელის მეტროს“ შესასვლელიდან. თუმცა, საგანგებო სიტუაციების სამსახურში აღნიშნავენ, რომ მეტროს დატბორვის საშიშროება არ არსებობს.

„დედაქალაქის ყველა რაიონში სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მზად არიან მოქალაქეებს გაუწიონ მათ კომპეტენციაში არსებული ყველა სახის დახმარება. სამაშველო სამსახური ამ ეტაპზე საგანგებო მუშაობის რეჟიმზე არ გადასულა“, - აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.