დავიწყეთ საქმის მასალების შესწავლა და პირველივე ტომიდან უკვე ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება

დავიწყეთ საქმის მასალების შესწავლა და პირველივე ტომიდან უკვე ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება

ჩვენ უკვე დავიწყეთ საქმის მასალების შესწავლა და პირველივე ტომიდან უკვე ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, - ამის შესახებ სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მდივანმა ოთარ კახიძემ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

კახიძის თქმით, ის წინასწარ დასკვნებს არ გააკეთებს, თუმცა კომისიის ამოცანა და პასუხისმგებლობაა, იპოვოს, ვის მიერ არის თეთრი ძაფით ნაკერი ეს საქმე. "დღეს მივიღეთ საქმის მასალები როგორც სასამართლოდან, ისე შსს-დან, დავიწყეთ მტკიცებულებების შესწავლა და ძალიან საინტერესო იყო ზაზა სარალიძის და მისი ადვოკატის მოსაზრებების მოსმენა. უნდა გამოიკვეთოს იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც გასცემენ კომისიის კითხვებს პასუხს. ასევე, მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაისვა საკითხი. მე მინდა განვმარტო, რომ ეს კომისია შექმნილია სარალიძე-დადუნაშვილის საქმის ირგვლივ, თუმცა მხარს უჭერს მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნასაც",-განაცხადა ოთარ კახიძემ.