ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ შესაძლოა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდოს. ამის შესახებ მან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეხედავს სიტუაციას და შესაძლია ხალხს მოვუწოდოს, რომ ცოტა ხნით შეისვენონ. „აქციაზე ახლა ჩავდივარ, შევხედავ სიტუაციას, შესაძლებელია მოვუწოდო ხალხს, რომ ცოტა ხნით შევისვენოთ. დღეს ძალიან ბევრი გაურკვეველი სიტუაცია იყო ძალოვანი სტრუქტურებიდან. მეც ვარ გენინსპექციაში დაბარებული. ძალიან ბევრი დეტალია გამოსაძიებელი დღევანდელი დღიდან, თუნდაც კუპრავას დაკავება, ის ინციდენტი, რაც სასადილოში მოხდა. ფაქტობრივად, ამ საქმეებზე ვარ სარბენი, რომ კიდევ რამე არ მოხდეს“, - აღნიშნა სარალიძემ.