გიორგი გახარია ირაკლი კობახიძეს შეხვდა

გიორგი გახარია ირაკლი კობახიძეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობა დატოვა. გიორგი გახარია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ხვდებოდა. შეხვედრაში მონაწილეობდა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეც. 
გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობა ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.