მალხაზ მაჩალიკაშვილი: კარავი კი არა, ფეხქვეშ მიწაც რომ წაიღონ, აქციები მაინც გაიმართება

მალხაზ მაჩალიკაშვილი: კარავი კი არა, ფეხქვეშ მიწაც რომ წაიღონ, აქციები მაინც გაიმართება

კარავი კი არა, ფეხქვეშ მიწაც რომ წაიღონ, აქციები მაინც გაიმართება, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია ძალოვანებმა დაშალონ.

„ყველაფერს აკეთებენ, რომ მე და ჩემნაირი გამწარებული ხალხი საერთოდ გააჩერონ. გეგმები არ შეიცვლება და კარავი კი არა, ფეხქვეშ მიწა რომ წაიღონ, აქციები მაინც გაიმართება ვიდრე ჩემი და ზაზას მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ განთავსებული კარვები დაშალეს.