სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ანტისემიტური და რასისტული რიტორიკის განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„რომ გვეგონა, რომ სააკაშვილი აბსურდული განცხადებებით ვერ გაგვაკვირვებდა, აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთხელ გააკვირვა საზოგადოება, იმდენად ანტისემიტური და რასისტული რიტორიკის განცხადება გაჟღერდა მის მიერ. ვის მიმართაც არ უნდა იყოს ეს, მით უმეტეს პარლამენტის წევრის მიმართ, არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი. ქართველ და ებრაელ ხალხს 26 საუკუნოვანი მეგობრობა და ურთიერთობა აკავშირებს ერთმანეთთან, რომელიც შესაძლოა იუნესკო-მ, როგორც ორ ერს შორის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ურთიერთობად აღიაროს - სწორედ ამ ძალიან მაღალ ღირებულებებს შეეხო საქართველოს ექსპრეზიდენტი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ავლენს თავის თავს როგორც აბსოლუტურად ნეგატიურ და პოლიტიკურად დეგრადირებულ ფიგურას.
დავით მათიკაშვილის კომენტარს საქათველოს პარლამენტი ავრცელებს.