ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან მიმართებაში კითხვები ძალიან ბევრია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან მიმართებაში კითხვები ძალიან ბევრია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან მიმართებაში კითხვები ძალიან ბევრია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განუცხადა.

„კითხვები მეც მაქვს და აქვს საზოგადოებას. შეიძლება მე უფრო მეტი კითხვა მაქვს იმ თვალსაზრისით, რომ ამ საქმეს უფრო პროფესიულად ვუყურებ. თუ საქმის მასალებს არ იცნობ, ძნელია ზუსტად რაიმეს თქმა, თუმცა მე ვერ ვხვდები, რატომ არ იყო უფრო მეტი კომუნიკაცია დაზარალებულთან. გარდა ამისა, როგორც ვიცი, ბევრი საგამოძიებო მოქმედება არ არის ჩატარებული და საინტერესოა, რატომ არ ჩატარდა ეს საგამოძიებო მოქმედებები. როგორც ჩანს, პარლამენტის საგამოძიებო კომისია ამ კითხვებს პასუხს გასცემს – რატომ, რისთვის და როგორ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ კობა ნარჩემაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.