საქართველო-სომხეთის საზღვარზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველო-სომხეთის საზღვარზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველო-სომხეთის საზღვარზე ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 17:07 საათზე, სომხეთში, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 26 კმ-ში, მოხდა 4.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 8 კილომეტრში მიწისძვრა დღეს დილითაც მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 07:58 საათზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა. 

შეგახსენებთ, კიდევ ერთი მიწისძვრა გუშინ, 22:40 საათზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 28 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.6 მაგნიტუდა შეადგინა.