მთავრობის ადმინისტრაციაში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზად არის, ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა, როცა საკითხი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის საქმეს ეხება.
ნინო ლომჯარიას თქმით, ამ შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც მიდიან, მაგრამ რა ფორმით მოხდება მათთან შეხვედრა არ იცის.
"მე ვცდილობ მათი ინტერესების დაცვას ხელისუფლების და საგამოძიებო ორგანოების წინაშე საგამოძიებო პროცესში.
მე ვიცი, რომ პოლოტიკური პარტიების წარმომადგენლებიც მოდიან, მაგრამ რა ფორმით მოხდება მათთან შეხვედრა ეს არის სხვა საკითხი და ეს არის მონაწილეების გადასაწყვეტი", - განაცხადა ლომჯარიამ.
მთავრობის ადმინისტრაციაში ასევე მივიდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილო და ზაზა სარალიძის ადვოკატი.