საგამოძიებო კომისია შეიძლება იყოს ქმედითი იარაღი, თუ რეალური ოპოზიცია იქნება მის უმრავლესობაში

საგამოძიებო კომისია შეიძლება იყოს ქმედითი იარაღი, თუ რეალური ოპოზიცია იქნება მის უმრავლესობაში

საგამოძიებო კომისია შეიძლება იყოს ძალიან ქმედითი იარაღი, თუ რეალური ოპოზიცია იქნება ამ კომისიის უმრავლესობაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

“საზოგადოებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დადგინდეს სიმართლე, თუ ვინ ცდილობდა ამ საქმის ჩაფარცხვას და ვინ გაანადგურა მტკიცებულებები. საგამოძიებო კომისია შეიძლება იყოს ძალიან ქმედითი იარაღი, თუ რეალური ოპოზიცია იქნება ამ კომისიის უმრავლესობაში. სხვაგვარად, თუკი მასში მთავრობის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა იქნება, მისი ნდობა და ლეგიტიმაცია დაბალი იქნება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

მიმდინარე კვირას, სავარაუდოდ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც ხორავას ქუჩაზე მოზარდთა მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ჩამოყალიბდება.