საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დახურული კონსულტაციები მიმდინარეობს. მხარეები დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გეგმებსა და კომისიაში კვოტების გადანაწილების თემაზე უნდა შეთანხმდნენ.
უკვე გაცხადებულია, რომ 17-წევრიან კომისიაში უმრავლესობას, ანუ მინიმუმ ცხრა ადგილს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დაიკავებენ. თუმცა, „ევროპული საქართველოს“ წევრები მიიჩნევენ, რომ მინიმუმ ცხრა ადგილი კომისიაში სწორედ მათ პოლიტიკურ ძალას უნდა ერგოს, დანარჩენი რვა კი სხვა პოლტიკურ ძალებზე, მათ შორის უმრავლესობის წევრებზე უნდა გადანაწილდეს.
მიაღწევენ თუ არა ამ პირობების შეთანხმებას მხარეები, კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
მიმდინარე კონსულტაციებში არ მოაწილეობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებმაც კომისიაში მუშაობაზე უარი თავად თქვეს.