ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა საპარლამენტო უმცირესობას – „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდეს

ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა საპარლამენტო უმცირესობას – „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდეს

ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა საპარლამენტო უმცირესობას – „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდეს, სად იქნებიან დანარჩენი საპარლამენტო ფრაქციები, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე–სპიკერმა სერგი კაპანაძემ განუცხადა. 

კაპანაძის თქმით, პრემიერმა განაცხადა, რომ კომისიაში საპარლამენტო უმცირესობის უმრავლესობა იქნება და ამის შესაძლებლობას რეგლამენტიც იძლევა. 

„მნიშვნელოვანია შეიქმნას პარლამენტის საგამოძიებო კომისია ისე, რომ მასში უმრავლესობა საპარლამენტო უმცირესობას – „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდეს. არ უნდა დარჩეს კითხვები, თუ როგორ იმუშავებს ეს კომისია. არავის ჰქონდეს ილუზია, რომ მარიონეტი ძალების თუ სხვა რაღაც მექანიზმების მეშვეობით კომისიაში გადაწყვეტილების მიღების შანსი უმრავლესობას დარჩება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომისიის ფორმირების საკითხზე, რომელიც პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე იქმნება, დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციები გაიმართება.