ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად პარტიების წარმომადგენლები ვაპირებთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას

ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად პარტიების წარმომადგენლები ვაპირებთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას

ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ვაპირებთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა. 

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიებიდან რამდენიმე ადამიანი, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად 14:00 საათზე მივლენ მთავრობის ადმინისტრაციაში. 

„გიორგი კვირიკაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიგოს ერთი რამ, რომ მათი მხრიდან ულტიმატუმების დაყენების დრო დასრულდა. გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი გამოაშკარავება მათი ბინძური სახის. კონტრაქციებით მათი სახე აჩვენეს. პოლიტიკურ პარტიებს გვექნება შეხვედრა. გამოვყოფთ იმ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან ამ საერთო შეხვედრაზე და მთავრობის ადმინისტრაციასთან მივალთ ერთად“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.