ჩვენი მიზანი არაა ვინმეს ერთმანეთზე გადაკიდება, ჩვენ აყვავებული ევროკავშირით ვართ დაინტერესებული

ჩვენი მიზანი არაა ვინმეს ერთმანეთზე გადაკიდება, ჩვენ აყვავებული ევროკავშირით ვართ დაინტერესებული

ევროპაში ქვეყნების ერთმანეთზე გადაკიდება რუსეთის მიზანს არ წარმოადგენს, მოსკოვი ერთიანი და აყვავებული ევროკავშირით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. 5 ივნისს პუტინი სამუშაო ვიზიტით ავსტრიას ეწვევა.

„ჩვენი მიზანი არაა ევროკავშირში ვინმეს ერთმანეთზე გადაკიდება. პირიქით, ჩვენ ერთიანი და აყვავებული ევროკავშირით ვართ დაინტერესებულები, ვინაიდან ის ჩვენთვის მნიშვნელოვან სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორს წარმოადგენს“, - განაცხადა პუტინმა ავსტრიულ ტელეარხთან ინტერვიუში.