თბილისის მეტროპოლიტენის გაფიცული მემანქანეები კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ

თბილისის მეტროპოლიტენის გაფიცული მემანქანეები კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ

წყალსადენის ქუჩაზე თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები აქციას მართავენ. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მემანქანემ ემზარ ბარბაქაძემ განუცხადა, ინფორმაცია, რომ მემანქანეებს მაღალი ხელფასი აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება.

აქციის მონაწილეების განმარტებით,ფიქსირებული ხელფასი 1000- 1060 ლარია, თუმცა ხელზე 800 ლარამდე იღებენ. ისინი თბილისის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

"გაფიცვა გუშინ დავიწყეთ, 15:00 საათზე. ჩვენ ვშიმშილობთ. პასუხი ჯერ არ ჩანს,არავინ მოდის შეხვედრაზეც,რომ დავილაპარაკოთ. მიკვირს რატომ ავრცელებენ ინფორმაციას თითქოს მაღალი ხელფასი გვაქვს. ბატონო კახი,პირადად მობრძანდით და დაწვრილებით მოგიყვებით. ჩვენგან არ ყოფილა მოთხოვნა, რომ ტარიფის ზრდის ხარჯზე მოგვიმატეთ ხელფასი. საიდან მოგაქვთ?! ჩვენ არ გვიხარია გაფიცვა,მაგრამ იძულებული ვართ. რამდენი წელი გავიდა უკვე რომ ხელფასზე ვსაუბრობთ?! 2013 წლიდან ამაზე ვსაუბრობთ. დღეისათვის მემანქანის ხელფასი შეადგენს საათში 6 ლარსა და 92 თეთრს, ვითხოვთ 10 ლარამდე გაზრდას",- განაცხადა ემზარ ბარბაქაძემ.