დღეიდან მეტროპოლიტენი პარალიზებულია -

დღეიდან მეტროპოლიტენი პარალიზებულია - "ერთობა 2013"-მა სრული შემადგენლობით უვადო გაფიცვა დაიწყო

დღეს თბილისის მეტრო მგზავრებს ვერ ემსახურება, „ერთობა 2013“-მა უვადო გაფიცვა დაიწყო, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ერთობა 2013“-ის შემადგენლობაში შესულმა მემანქანეებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს. 

„დღეიდან მეტროპოლიტენი პარალიზებულია. "ერთობა 2013"-მა სრული შემადგენლობით უვადო გაფიცვა დაიწყო“, -აცხადებენ „ერთობა 2013“-ში. 

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მეტრო ამ დრომდე ვერ ემსახურება მგზავრებს, რადგან მემანქანეები სამუშაოზე არ გამოცხადნენ. 
შეგახსენებთ, რომ მემანქანეები გუშინ გაიფიცნენ, ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ.