ჩვენ პრემიერთან შეხვედრას მოვითხოვ და ვნახოთ, მიგვიღებს თუ არა, - ამის შესახებ ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრის მთავარი მოთხოვნა პრემიერის გადადგომა იქნება. ამასთან, ვაშაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა არ შედგება, 10 ივნისს მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება.
"მოვილაპარაკეთ ზაზასთან. მივდივართ პრემიერთან კანცელარიაში ყველანი ერთად, სადაც კვირიკაშვილთან დიალოგის დაწყებას ვაპირებთ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ამასთან, ყოველ საღამის სოლიდარობის აქციები გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ პრემიერი არ შეგვხვდება, კვირას 10 ივნისს, 16:00 საათზე მასშტაბური აქცია გაომართება რუსთაველის გამზირზე", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.