ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის კომენტარი გაკეთდება. თუმცა პრესსამსახურში შეხვედრის თემა არ დააკონკრეტეს.
სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელებს.