ზვიად კუპრავა პარლამენტთან აქციიდან რუსთაველზე მდებარე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში მივიდა.
აქციაზე პარტიების მიმართ გაკეთებული მოწოდების შემდეგ, რომ ხვალ აქციაზე თავიანთი მხარდამჭერები გამოიყვანონ, კუპრავა ოპოზიციის წარმომადგენლებს სწორედ ედპ-ს ოფისში ელოდება.
ჟურნალისტების კითხვაზე, ემხრობა თუ არა ამ პოზიციას ზაზა სარალიძეც, კუპრავა პასუხობს:
„მე და ზაზა სარალიძე ვიყავით მეგობრები, ვრჩებით მეგობრებად, მაგრამ არ ვართ თანამებრძოლები“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, „ზაზა სარალიძე რჩება კარავში“.