მეუფე ვახტანგი: სადაც არის ერი და გაჭირვება, იქ უნდა იდგეს ეკლესია თავისი ღირსებით

მეუფე ვახტანგი: სადაც არის ერი და გაჭირვება, იქ უნდა იდგეს ეკლესია თავისი ღირსებით

სადაც არის ერი და გაჭირვება, იქ უნდა იდგეს ეკლესია თავისი ღირსებით, - ამის შესახებ მეუფე ვახტანგმა ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძის მამასთან ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მეუფე ვახტანგი ზაზა სარალიძეს პარლამენტის წინ განთავსებულ კარავში თავდაპირველად პირისპირ ესაუბრებოდა, შემდეგ კი მათ უფლებადამცველი ზვიად კუპრავა შეუერთდა. შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. 

„ვისაუბრეთ, ვანუგეშე. არ გვაქვს ამის უფლება?! სადაც არის ერი და გაჭირვება, იქ უნდა იდგეს ეკლესია თავისი ღირსებით“, – განაცხადა მეუფე ვახტანგმა. 

უკვე მესამე დღეა რაც პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია იმართება. 

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.