ლევან დადუნაშვილის მამა: მოგიწოდებთ, ვინც თქვენს შვილებს ხელს აფარებთ, ჩვენება მისცეთ

ლევან დადუნაშვილის მამა: მოგიწოდებთ, ვინც თქვენს შვილებს ხელს აფარებთ, ჩვენება მისცეთ

მოგიწოდებთ, ვინც თქვენს შვილებს ხელს აფარებთ, ჩვენება მისცეთ, რომ სწორი გამოძიება წარიმართოს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამამ დათო დადუნაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმთ, მსგავსი ტრაგედია მაშინ აღარ განმეორდება, როცა საზოგადოება ასეთ მშობლებს აიძულებს, რომ გამოიყვანონ თავიანთი შვილები და გამოძიებას სწორი ჩვენება მისცენ. 

„გამოვიდეთ ყველა, მივმართოთ მათ, რომ თავისი შვილები... ის მშობლები მშობლები მაშინ იქნებიან, ეს ტრაგედია მაშინ აღარ განმეორდება, როცა ვაიძულებთ მათ, იმ გათითოკაცებულ ხალხს, რომლებიც სახლში სხედან და არ გამოჰყავთ თავის შვილები, რომ ჩვენება მისცენ, სწორი გამოძიება წარიმართოს და სრული გამოძიება წარიმართოს“, - განაცხადა დადუნაშვილის მამამ.

მისი თქმით, ის ზაზა სარალიძეს თანადგომას უცხადებს, მის გვერდში დგას და მიაჩნია, რომ მისი და ზაზას ტრაგედია ერთია, მაგრამ მიაჩნია, რომ ხელისუფლება მათ გვერდითაა და გამოძიების ჩატარების საშუალება უნდა მისცენ.