საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობას არ გამორიცხავს. ასე უპასუხა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.
“მე არაფერს არ გამოვრიცხავ. ეს პროცესი გაგრძელდება და ის საგამოძიებო მოქმედებები, რაზეც ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ ჩასატარებელია, ჩვენ მზად ვართ ჩავატაროთ“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.