ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ ბევრი არ უნდა იღელვოს ასადის რეჟიმის მიერ „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის აღიარებაზე

ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ ბევრი არ უნდა იღელვოს ასადის რეჟიმის მიერ „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის აღიარებაზე

ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ ბევრი არ უნდა იღელვოს ასადის რეჟიმის მიერ „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის აღიარებაზე, - ამის შესახებ ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორმა დევით კრემერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების თაობაზე განუცხადა. კრემერი იზიარებს მოსაზრებას, რომ სირიის რეჟიმმა გადაწყვეტილება მოსკოვის ზეწოლის შედეგად მიიღოს.

„ასადს ხელები ასიათასობით ადამიანის სისხლში აქვს ამოსვრილი. თუ ამ ორ რეგიონს სურს ამ ადამიანისგან მიიღოს აღიარება, მაშინ ისინი ერთმანეთს იმსახურებენ. ცხადია, ასადმა ეს ნაბიჯი ზეწოლის შედეგად გადადგა“, - განაცხადა კრემერმა.

იგივე მოსაზრებას იზიარებს ასევე, კარნეგის ფონდის უფროსი მკლევარი ევრაზიის საკითხებში პოლ სტრონსკი და ამობს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს აღიარებენ, „ძირითად შემთხვევაში სუსტი, ვალებში ჩაფლული, ძალზედ კორუმპირებული არიან“.

„მართალი რომ ვთქვა, გაკვირვებული ვარ, რომ ასადის რეჟიმს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებისთვის ამდენი დრო დასჭირდა… ასადის რეჟიმის გადარჩენა დამოკიდებულია რუსეთზე და ამ რეგიონების აღიარების მოსაპოვებლად მოსკოვს დიდი მანიპულაცია ალბათ არ დასჭირვებია. სირიას სჭირდება მოსკოვის მოწყალება და... არაფერს კარგავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებით“, - ამბობს სტრონსკი.