ბიძინა ივანიშვილის პარტიის სათავეში დაბრუნება პოზიტიურად აისახება პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ეს იქნება ახალი იმპულსი გუნდისთვის და პირადად ჩემთვის

ბიძინა ივანიშვილის პარტიის სათავეში დაბრუნება პოზიტიურად აისახება პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ეს იქნება ახალი იმპულსი გუნდისთვის და პირადად ჩემთვის

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ დელეგატები ერთხმად აირჩეველ ბიძინა ივანიშვილს პარტიის ახალ თავმჯდომარედ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ამჟამინდელმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის პარტიის სათავეში დაბრუნება პოზიტიურად აისახება ქვეყანაზე. 

„უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რის შემდეგაც გაიმართება ყრილობა. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც პოლიტსაბჭო, ისე საქართველოდან წარმოდგენილი დელეგატები, ერთხმად აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს ახალ თავმჯდომარედ და შესაბამისად არჩეული იქნება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ეს იქნება ახალი იმპულსი ჩვენი გუნდისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.