არ იქნება სერიოზული ვისაუბრო საბურავების ამოღებასთან დაკავშირებით

არ იქნება სერიოზული ვისაუბრო საბურავების ამოღებასთან დაკავშირებით

გამოძიება მიმდინარეობს და ჩემი მხრიდან არ იქნება სერიოზული საუბარი, თუნდაც საბურავების ამოღებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე მამუკა ვასაძემ, სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. 

სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გამოძიება ორ ეპიზოდთან დაკავშირებით, 2014 და 2015 წლებში დაიწყო, საიდანაც ერთ-ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „მაიდნის“ მოწყობას ეხება. მამუკა ვასაძის ინფორმაციით, საქმეზე ძიების პროცესში რაიმე შედეგის არსებობის შემთხვევაში, მის შესახებ საზოგადოებას აუცილებლად ეცნობება. 

„კონკრეტული პირები ბრალდებულის სახით ამ საქმეში გამოკვეთილი და პასუხისგებაში მიცემული არაა. ამ საქმეებზე გამოძიება გრძელდება. თუ რაიმე შედეგი იქნება, საზოაგდოებას აუცილებლად ვაცნობებთ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, გამოძიება მიმდინარეობს და ჩემი მხრიდან არ იქნება სერიოზული საუბარი, თუნდაც საბურავების ამოღებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა ვასაძემ.